საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა არქეოლოგთა სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია

2022 წლის 13 მარტს  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ახალგაზრდა არქეოლოგთა სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება პროფ. გურამ გრიგოლიას სამეცნიერო მოღვაწეობის 65 წლისთავს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია 2022 წლის 25 თებერვლამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ana.tetruashvili@tsu.ge

 

თეზისის გაფორმების წესი:

  1. თეზისის სათაური;
  2. ავტორის სახელი და გვარი;
  3. ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
  4. სწავლების საფეხური სემესტრის მითითებით;
  5. თეზისის ძირითადი ტექსტი - 500 სიტყვამდე; შრიფტის ზომა - 12., სილფაინი
თარიღი: 09/12/2021